საწრეო მუშაობის რეფლექსია
2018-2019 სასწ. წელს სურვილი დამებადა რომ შემექმნა მათემატიკის წრე VIII კლასში, რადგან VIII-X კლასი წარმოადგენს კლასკოპლექტს. ამ მიზნით შევადგინე I სემესტრის საწრეო მუშაობის პროგრამა და სამიზნე ჯგუფი. შევხვდი მშობლებს, მოსწავლებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი და მეცადინეობის ხანგრძლივობა, რომელიც ითვალისწინებს კვირაში 1აკ. საათს, სემესტრის განამვლობაში სულ 13 მეცადინეობას. მშობლებმა და მოსწავლებმა მოიწნეს აღნიშნული გადაწყვეტილება და 2018 წლის პირველი ოქტობრიდან შეიქმნა მათემატიკის წრე სახელწოდებით ,,მოაზროვნენი''
მეცადინეობის დროს დეტალურათ ვუხსნიდი თითოეულ შეცდომის მიზეზს, ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს და მოსწავლე თავად ასრულებდა შეცდომას და ასწორებდა მას. სავარჯიშოების განხილვისას შეძლებისდაგვარად ვიყენებდით საჭირო ნახაზებს და სქემებს.
მოსწავლები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე და ასრულებდნენ სავარჯიშოებს. ყველა მეცადინეობა ჩატარებულია და დაფიქსირებულია შესაბამისი ფოტოებით. ვფიქრობ, რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია. და ხელი შეუწყო პროგრამული მასალის განმტკიცებას. ბავშვებმა სურვილი გამოთქვს რომ წრის მეცადინეობა გაგრძელდეს II სემესტრშიც.