среда, 12 июня 2019 г.

საწრეო მუშაობის რეფლექსია
      2018-2019 სასწ. წელს სურვილი დამებადა რომ შემექმნა მათემატიკის წრე VIII კლასში, რადგან VIII-X კლასი წარმოადგენს კლასკოპლექტს. ამ მიზნით შევადგინე I სემესტრის საწრეო მუშაობის პროგრამა და სამიზნე ჯგუფი. შევხვდი მშობლებს, მოსწავლებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი და მეცადინეობის ხანგრძლივობა, რომელიც ითვალისწინებს კვირაში 1აკ. საათს, სემესტრის განამვლობაში სულ 13 მეცადინეობას. მშობლებმა და მოსწავლებმა მოიწნეს აღნიშნული გადაწყვეტილება და 2018 წლის პირველი ოქტობრიდან შეიქმნა მათემატიკის წრე სახელწოდებით ,,მოაზროვნენი''
     მეცადინეობის დროს დეტალურათ ვუხსნიდი თითოეულ შეცდომის მიზეზს, ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს და მოსწავლე თავად ასრულებდა შეცდომას და ასწორებდა მას. სავარჯიშოების განხილვისას შეძლებისდაგვარად ვიყენებდით საჭირო ნახაზებს და სქემებს.
     მოსწავლები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე და ასრულებდნენ სავარჯიშოებს. ყველა მეცადინეობა ჩატარებულია და დაფიქსირებულია შესაბამისი ფოტოებით. ვფიქრობ, რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია. და ხელი შეუწყო პროგრამული მასალის განმტკიცებას. ბავშვებმა სურვილი გამოთქვს რომ წრის მეცადინეობა გაგრძელდეს II სემესტრშიც.

вторник, 25 декабря 2018 г.

წრფივ ორუცნობინ განტოლებათა სისტემის ამოხსნა შეკრების ხერხით.

26.12.2018

    მოსწავლება გაიხსენეს  ორუცნობიან განტოლებათა  სისტემის ამოხსნის ხერხები და  ამოიხსნეს  განტოლებათა სისტემები შეკრების ხერხის გამოყენებით. ბოლოს მოვახდინეთ საწრეო მუშაობის შეჯამება.

წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკული ხერხით

19.12.2018

     ორ უცნობიან წრფივ განტოლებათ სისტემაში შემავალი თითეული განტოლების გრაფიკების აგების ურთიერთ განლაგების მიხედვით ბავშვებმა იოლად დადგინეს ამათუ იმ სიტემის ამონახსთა ოდენობა.

სიდიდებს შორის წრფივი და არაწრფივი დამოკიდებულებების ამოცნობა. წრფივი დამოკიდებულების გამოსახვა გრაფიკულად.

12.12.2018

   ბავშვებმა ამოხსნეს ax + by=c სახის განტოლებები და შესაბამისად გამოსახეს გრაფიკულად. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ნებისმიერი წრფივი ფუნქცის გრაფიკის აგება მხოლოდ ორი წერტილითაც შეიძლება. ზოგჯერ მოსახერხებელია ასეთ წერტილებად საკოორდინატო ღერძებთან კადაკვეთს სერტილების აღება.

შესაბამისობა ორ სიმრავლეებს შორის შესაბამისობის წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის დაუფლება

5.12.2018

     სიმრავლებს შორის შესაბამისობის დამყარების უნარის გამომუშავებისა და შესაბამისობის წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის დაუფლების მიზნით ამოიხსნა სავარჯიშოები შესაბამისობა დამყარეს ურთერთ გადამკვეთ წრფეებზე მდებარე წერტილებსა და წრფებს შორის,რიცხვით სიმრავლებ შორის, არა მათემატიკურ ობიექტებს შორის. შესაბამისობა წარმოადგინეს ფორმულით, ცხრილით და გრაფიკულად.

გაყოფადობის ნიშნები. ნაშთიანი გაყოფის სისწორის შემოწმება

30.11.2018

     ამოიხსნა ისეთი სავარჯიშოები რომელიც უკავშირდება ნაშტიან გაყოფას და ამ სავარჯიშოების განხილვით მოხდა ნაშთიანი გაყოფის სისწორის შემოწმება ბავშვებმა გაიხსენეს და ჩამოაყალიბეს გაყოფადობის ნიშნები.

вторник, 11 декабря 2018 г.

დებულების დასაბუთების ხერხები.პირდაპირი და შებრუნებული წინადადებების ჩამოყალიბებაში ვარჯიში.

21.11.2018

   სხვადასხვა სავარჯიშოების განხილვის საშუალებით ბავშვებს განუვითარდათ ჭეშმარიტი და მცდაეი წინადადებების გარჩევის, საწინაღმდეგო დებულებეის ჩამოყალიბების უნარი. კონტრმაგალითის გამოყენებით ბავშვებმა იოლათ დაასაბუტეს წინადადების მცდარობა.